სამაგისტრო პროგრამის დასახელება : გამოყენებითი ფიზიკა
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი ( კვალიფიკაცია ): ფიზიკის მაგისტრი ;
შემოთავაზებული სპეციალიზაციები
მასალათმცოდნეობა Materials Science,
• მიკრო- და ნანო-ელექტრონიკა Micro- and Nano- Electronics
• გამოყენებითი ელექტროდინამიკა Applied Electrodynamics,
• რადიოფიზიკა Radiophysics,
• ბირთვული ფიზიკა Nuclear Physics,
• გეოფიზიკა Geophysics
სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელები:
თსუ პროფესორი ალექსანდრე შენგელაია (კოორდინატორი)
თსუ ასოც პროფესორები: ამირან ბიბილაშვილი, რევაზ შანიძე,
ემერიტუს პროფესორები: რევაზ ზარიძე, სიმონ წერეთელი
															- მაღალი კვალიფიციის საერთაშორისო შრომის ბაზარზე კუნკურენტუნარიანი ფიზიკის მაგისტრის მომზადება გამოყენებითი ფიზიკის სხვადასხვა დარგებში, როგორიცაა მასალათმცოდნეობა და მიკრო- და ნანო-ელექტრონიკა, გამოყენებითი ელექტროდინამიკა და რადიოფიზიკა, რადიაციული უსაფრთხოება და ბირთვული სამედიცინო ფიზიკა, გეოფიზიკა.
 - ფიზიკის სხვადასხვა დარგების მდგრადი განვითარების ხელშეწყობა მასში ახალგაზრდა კადრების მოზიდვისა და დამკვიდრების გზით.
 - ფიზიკის გამოყენებით დარგებში ინოვაციური მიდგომებისა და მეცნიერებატევადი ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობა.
 
															- მეცნიერებათა / საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ბაკალავრი ფიზიკაში / ფიზიკის ბაკალავრი;
 - საერთო სამაგისტრო გამოცდა;
 - ზეპირი გამოცდა სპეციალობაში.
 - ინგლისური ენის (B2 დონის შესაბამისი) გამოცდა ან B2 დონის შესაბამისი ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი
 
															- აკადემიური კვლევითი და ტექნოლოგიური ორგანიზაციები,
 - კავშირგაბმულობის სისტემები,
 - საინჟინრო და სამშენებლო ორგანიზაციები,
 - საგანმანათლებლო ცენტრები,
 - სამედიცინო დაწესებულებები და დიაგნოსტიკური ცენტრები, კომპიუტერული პომპანიები,
 - მართვისა და საბანკო სისტემები,
 - თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინიტროების უწყებები,
 - სამთავრობო და არასამთავრობო დაწესებულებები.
 
სწავლის დამთავრების შემდეგ მაგისტრს შეუძლია სწავლის გაგრძელება ფიზიკის, მათემატიკის, ინფორმატიკის, საბუნებისმეტყველო ინტერდისციპლინურ, საინჟინრო-ტექნოლოგიურ სადოქტორო პროგრამებზე; ასევე განათლების მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამაზე როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ.